Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდთან 19:24 დათმო.
  • 16 თებერვალს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. უმცროსი "ბორჯღალოსნები" 10-დღიან შეკრებას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზა "მარკუსიზე" მართავენ.

ჩვენმა გუნდმა პირველი სპარინგი გამართა საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდთან (ოღონდ, ეს უშუალო რეზერვია იმ ნაკრების, რომელიც 20-წლამდელთა ექვს ერზე ასპარეზობს).

მატჩი ბოლო წუთებამდე დაძაბული გამოდგა 19:19-ზე უმცროსი "ბორჯღალოსნები" უტევდნენ, როცა ფრანგებმა ბურთს ფეხი წაკრეს და კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს - 19:24. 

თავიდან ფრანგები 19:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ქართველებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 
ფეხის ტრავმის გამო არ უთამაშია გუნდის ლიდერ თედო აბჟანდაძეს, თუმცა ის მეორე თამაშისთვის მწყობრში იქნება, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

ფრანგულ შეკრებაზე არიან

შერკინება (ფორვარდები)

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია)

ხაზი (ბექები)

ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), გიორგი ასათიანი (ლელო). მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

კომენტარები

ბოლო ამბები