Thumbnail

მაგარი დებიუტი ჰოკეიში - პეტრ ჩეხი პირველივე მატჩში გმირი გახდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პეტრ ჩეხმა დაამტკიცა, რომ ჰოკეიშიც მაგარი მეკარეა
  • ჩეხმა თავის გუნდს სადებიუტო მატჩი მოაგებინა

საფეხბურთო მოედანზე პეტრ ჩეხს თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაუმტკიცებია. კვირას, 37 წლის მეკარემ ჰოკეიში პირველად სცადა ბედი და სადებიუტო მატჩის გმირი გახდა!

როგორც იცით, ჩეხმა გილფორდ ფინიქსში დაიწყო თამაში - გუნდში, რომელიც ბრიტანეთის ჰოკეის მეოთხე ლიგაში თამაშობს. სუინდონთან შეხვედრაში ბულიტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია - შედეგად, მისმა გუნდმა თამაში 3:2 მოიგო.

ჩეხმა, რომელიც ახლა ლონდონის ჩელსის მრჩეველია, გილფორდ ფინიქსში ჩარიცხვისას განაცხადა, რომ ახალგაზრდული გუნდის დახმარება სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდმა მაქსიმალურად ბევრი თამაში მოიგოს. ჰოკეიში ასპარეზობით პეტრ ჩეხმა ბავშვობის ოცნება აისრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები