Thumbnail

ბერლუსკონი მილანს ითხოვს! სილვიო ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სილვიო ბერლუსკონის მილანის ახალი მფლობელები არ მოსწონს
  • მას 'სან სირო' მონცასთვის სურს

მილანის ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. ბერლუსკონი მილანური კლუბის გენერალური მენეჯერის, ივან გაზიდისის სიტყვებმა გააბრაზა. გაზიდისმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ კლუბის მფლობელ კომპანია 'ელიოტ მენეჯმენტს' ყველა აკრიტიკებს, მაშინ, როდესაც მათ მილანი გაკოტრებისგან და სერია D-ში დაქვეითებისგან იხსნეს. 

ბერლუსკონი, ტრადიციულად, სიტყვებს არ მორიდებია: 'ასეთი ფრაზები მხოლოდ მაშინ უნდა თქვა, თუ ტუალეტში შედიხარ და კარს მაგრად კეტავ!' - თქვა მან.

სილვიომ ასევე აღნიშნა, რომ კლუბის მფლობელებმა ფეხბურთი არ იციან, მილანში მათ არაფერი გამოუვათ და 'როსონერის' წარმატებისთვის საჭიროა, რომ მმართველობაში ბერლუსკონი დააბრუნონ: 'თუ გინდათ, წარსულის დიადი მილანი დაბრუნდეს, მაშინ კლუბი სილვიო ბერლუსკონის მიეცით - ეს მარტივია.'

ბერლუსკონის არც 'სან სიროს' დანგრევისა და ახალი სტადიონის აშენების იდეა მოსწონს. მისივე თქმით, 'სან სირო' მილანის დიდი გამარჯვებების ადგილია და უკეთესი იქნებოდა, ეს სტადიონი შენარჩუნებულიყო, ან თუ მილანი ახალ არენას მაინც ააშენებს, ის მონცასთვის მიეცათ.

მონცა სერია C-ს კლუბია, რომელსაც ბერლუსკონი ფლობს, მისი გენერალური მენეჯერი კი ადრიანო გალიანია.

კომენტარები

ბოლო ამბები