Thumbnail
  • ინდიანას ახალწვეულებმა გულშემატკივრებისთვის შოუ დადგეს
  • გოგამ სუპერ მარიოს ფორმით სიმღერა შეასრულა

NBA-ს დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ინდიანას ახალწვეულებმა გულშემატკივრებისთვის შოუ დადგეს და სიმღერები შეასრულეს. გოგამ კრისტინა აგილერას სიმღერა, Genie In a Bottle შეასრულა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გულშემატკივრები შემდეგ კომენტარებს წერენ:

ეს ბიჭი ძალიან მიყვარს

მთელი ცხოვრებაა NBA-ს შეხვედრებს ვესწრები და ამდენი არასდროს მიცინია.

ფაქტია, რომ გოგამ კარგი შოუ დადგა, რომელიც ბევრს მოეწონა. რაც შეეხება ზაიონ უილიამსონს, მან უიტნი ჰიუსტონის I Wanna Dance with Somebody შეასრულა. NBA-ს ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი მელოდიას ვერ აჰყვა და სიმღერის ტექსტსაც ტელეფონიდან კითხულობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები