Thumbnail
  • თორნიკე შენგელია თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო
  • ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერთა შორისაა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში მე-3 მარცხი განიცადა. ბასკური კლუბი დღეს ბილბაო ბასკეტს ესტუმრა და 75:79 წააგო.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 29:30 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ქართველ ფორვარდზე მეტი ქულა არავის ჩაუგდია, სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი კი თბილისის ვითას ყოფილ კალათბურთელ პიერია ჰენრის ჰქონდა, რომელმაც 13 ქულას 9 პასი და 5 მოხსნა წაამატა.

ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 25:43 წუთში 10 ქულა მოაგროვა.

ბასკონია 1 მოგებით და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 ოქტომბერს, შინ, ბეტისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები