Thumbnail
  • გოგა ბითაძე ადამ მოკოკასთან მეგა ბემაქსიდან მეგობრობს 
  • ქართველმა ცენტრმა ჩიკაგოსთან მატჩიც გამოტოვა

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მორიგი მოსამზადებელი მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ გოგას კოჭის ტრავმა აწუხებს და მხოლოდ მსუბუქად იტვირთება, ამდენად, სამწვრთნელო შტაბმა ის ვერც ჩიკაგო ბულსთან შეხვედრაში დატვირთა.

პეისერსი ბულსს მშობლიურ კედლებში დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა – 105:87. მასპინძელთა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ტი ჯეი უორენი იყო 17 ქულით.

ალიზ ჯონსონი და გოგა ბითაძე ბულსთან მატჩის წინ

ბითაძე გუნდთან ერთად იყო და მცირე მოთელვაშიც მიიღო მონაწილეობა, ამასთან, მატჩის წინ ფოტოს გადაღებაც მოასწრო ჩიკაგოელთა წევრ ადამ მოკოკასთან და სოციალურ ქსელში ასეთი მინაწერი გაუკეთა: “ჩემს ძმასთან ერთად”.

ბითაძეს ფრანგ კალათბურთელთან მეგობრობა სერბული მეგა ბემაქსიდან აკავშირებს, სადაც ისინი 2018-19 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ.

მოკოკამ ქართველი ცენტის დარად, NBA-ს მიმდინარე სეზონის წინ მიაშურა და ბულსის როტაციაში საკმაოდ იოლად ჩაჯდა. ადამი ჩიკაგოელთა მოსამზადებელ მატჩებში საშუალოდ ოც წუთზე მეტს თამაშობს და როგორც სჩანს, დრო რეგულარულ სეზონშიც მიეცემა.

რაც შეეხება ბითაძეს, მას თავის გამოჩენისთვის ერთადერთი საკონტროლო მატჩი დარჩა და იქაც მისი მოედანზე გამოჩენა საეჭვოა.

პეისერსი ახალი სეზონის წინ დასკვნით შეხვედრას, ისევ შინ, 16 ოქტომბერს, ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდ დეტროიტ პისტონსთან ჩაატარებს, ამ დროისთვის კი, სამივე მოსამზადებელი შეხვედრა მოგებული აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები