Thumbnail

ქუთაისის ტორპედო მოსკოვის ტორპედოსთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კახა ჩხეტიანის გუნდი ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.
  • ქუთაისელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი მოსკოვის ტორპედოსთან გამართეს.

ქუთაისის ტორპედომ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და მოსკოვის ტორპედოსთან 0:1 დამარცხდა.

ქუთაისელებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. მოსკოველებმა ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე, თავური დარტყმით გაიტანეს.

ქუთაისის ტორპედომ მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, ბექა ტუღუში, ლევან კუტალია, თორნიკე კაპანაძე, ევგენი ბოხაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები