Thumbnail

კოკოს პირველი ტიტული - 15 წლის ვუნდერკინდმა ლინცის ტურნირი მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორი გაუფმა კარიერაში პირველი WTA-ტიტული მოიგო
  • 15 წლის ამერიკელმა ფინალშო ოსტაპენკო დაამარცხა

ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კორი გაუფმა WTA-ტურის პირველი ტიტული მოიგო. 15 წლის ამერიკელმა ლინცის ტურნირის ფინალში საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილი ფინალისტი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო სამ სეტში, 6:3, 1:6, 6:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ‘კოკომ’ დაახლოებით 31 000 ევრო გამოიმუშავა!

აღსანიშნავია, რომ გაუფი კვალიფიკაციაში დამარცხდა, თუმცა Lucky Loser-ის რანგში ძირითად ბადეში მოხვდა და მეორე შანსი შთამბეჭდავად გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ კორი გაუფი მსოფლიომ ივლისში გაიცნო, როცა მან ყველასათვის მოულოდნელად, უიმბლდონის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები