Thumbnail
  • ალექსი დავითაშვილმა მსოფლიოს პირველობა ზედიზედ მეოთხედ მოიგო
  • 7-დან ოთხმა ქართველმა მარაკეშში მედალი მოიპოვა

საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მაროკოს ქალაქმა მარაკეშმა უმასპინძლა.

მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ.). მან ფრანგ, ესპანელ სლოვაკ და ბრაზილიელ მეტოქეებს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა.

ვანო გიგილაშვილი

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ვანო გიგილაშვილიც (100 კგ), რომელმაც გზიდან ბელგიელი, ფრანგი, ესპანელი, ჩეხი და უკრაინელი ძიუდოისტები ჩამოიცილა. ამავე წონაში ბრინჯაო დაისაკუთრა გივი შარიაშვილმა.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალი ფრანგ მეტოქესთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა ილია ძიგურაშვილი.

ილია ძიგურაშვილი (მარცხნივ) მაროკოულ კვარცხლბეკზე

ამგვარად, მაროკოში ჩასულ ქართველ ვეტერანთაგან უმედლოდ მხოლოდ მერაბ ქვარიანი (81 კგ.), გიორგი მოდებაძე (100 კგ.) და ზაზა ტატულიშვილი (73 კგ.) დარჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები