Thumbnail

შენი საწოლი ალიანც არენაზე - ბაიერნის სუპერიდეა ფანებისთვის რეალმაც აიტაცა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
გაზიარება
  • ბაიერნი გახდება პირველი კლუბი, რომელიც საშანაო არენაზე ასეთ VIP-ნომრებს მოაწყობს.
  • თუმცა, AS-ის ცნობით, მსგავს იდეას უკვე განიხილავს მადრიდის რეალიც.

ბაიერნი თავის სტადიონზე ლუქს-ნომრებს მოაწყობს და შედეგად, მიუნხენელ ქომაგს ფეხბურთის "ცოცხლად" ყურება უკვე საწოლიდანაც შეიძლება.

გერმანულმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია სასტუმროთა ქსელ Marriott-თან და შედეგად, კომპანია სტადიონ “ალიანც არენაზე” ვიპ-ნომრებს მოაწყობს - საწოლითა და მოედანზე ხედით.

პროექტი 2019/20 წლების სეზონიდან ამოქმედდება. 

VIP-შეთავაზება მატჩების დღეებში იმოქმედებს და მასში სპეციალური მენიუ და ბარიც იქნება გათვალისწინებული. მომსახურების ღირებულებაზე მოგვიანებით გამოცხადდება.

გარდა ამისა, კლუბისა და კომპანიის პარტნიორობის შედეგად, მიუნხენელ ფანატებს ექსკლუზიური უფლება ექნებათ, იმოგზაურონ კლუბთან ერთად გასვლით მატჩებზე, დაესწრონ გუნდის მატჩისშემდგომ სადილს თუ დაბინავდნენ იმავე სასტუმროში, სადაც ბაიერნი დაბანაკდება.

"ალიანც არენა" 75 ათას მაყურებელზეა გათვლილი, VIP-ნომრები კი ყველას არ შეხვდება.

კომენტარები
ბოლო ამბები