Thumbnail

იმედის ფსონი | ალბანეთი სტუმრად მოლდოვას მოუგებს - ახალი ბილეთები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 13 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

სანამ ახალ ბილეთებს გაგაცნობდეთ, ვთქვათ, რომ მართალია, შაბათის გადაცემიდან ვერცერთმა ბილეთმა ვერ მოიგო, მაგრამ პროგნოზისტებმა რამდენიმე საინტერესო შედეგი გამოიცნეს - მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 1X ირლანდიასთან (0:0), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოგება ყაზახეთთან (3:1), იტალიის ნაკრების ჰანდიკაპით მოგება საბერძნეთთან (2:0), 3,5-ზე მეტი ბარათი ფარერებისა და რუმინეთის მატჩში (7) და ა.შ.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,6 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ალბანეთის მოგებას აქვს სტუმრად მოლდოვასთან - 1,83.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“მოლდოვისა და ალბანეთის ნაკრები გუნდების მატჩში ალბანელების მოგება ავიღე. მოლდოვა საშინლად თამაშობს, ვერავის უგებს, ალბანეთი კი დიდ გუნდებსაც კი ებრძვის და ამიტომ პირდაპირ ორიანს ვიღებ. უელსი არ არის კარგი გუნდი, ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს და ხორვატიამ ერთი ტაიმი რომ მოუგოს, რეალურია.

 დანარჩენი მატჩები ხელბურთია. ოლბორგს სამიდან სამი მოგება აქვს, სეგედი კარგი გუნდია - 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება აქვს, ბარსელონასაც მოუგო, მაგრამ გასვლა აქვს და თუ მოიგებს, მოიგოს 1 ბურთით. ფერენცვაროშმა მეცს ბოლო 4 თამაშიდან 3 მოუგო - 1 გასვლა, 2 სახლში. სტუმრად ერთხელ რაც წააგო, 2 ბურთით დამარცხდა. ვფიქრობ, რომ თუ სასწაული მოხდა და წააგებს, 2 ბურთით წააგებს. რაც შეეხება ბეტინგეიმისა და ბუდუჩნოსტის მატჩს - ბუდუჩნოსტი კარგი გუნდია, მაგრამ სახლის გუნდია, სტუმრად კი ცუდად თამაშობს. +2,5 მასპინძლის სასარგებლოდ.”

დღეს გადაცემის სტუმარი გიორგი ჭინჭარაული იყო იყო, რომელმაც 4 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,9 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 9,1-ია. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი პოლონეთის მოგებას აქვს ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები