Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა MVP-ს ტიტული ამჯერადაც არავის დაუთმო
  • გიორგი შერმადინი სარგებლიანობის კოეფიციენტით ლიგაში მეორეა

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად დიდი წვლილი შეიტანა.

ტენერიფელებმა ობრადოიროს 90:78 სძლიეს, შერმადინი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:47 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ზედიზედ მე-2 ტურში ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ 18.3 ქულას აგდებს, რაც მთელს ლიგაში მე-8 მაჩვენებელია, სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტით (25.00) კი სულაც მეორეა და მხოლოდ ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს (26.67) ჩამორჩება.

იბეროსტარი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ოქტომბერს სტუმრად მანრესასთან ჩაატარებს.

ვთქვათ ისიც, რომ დღეს ბექა ბურჯანაძის გრან კანარია ქართველი ფორვარდის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორას უმასპინძლებს, ხოლო თორნიკე შენგელიას ბასკონია ბილბაო ბასკეტს გაეჯიბრება.

¡Va cogiendo su flow!

¡El Iberostar Tenerife va encontrando su flow! 🙏 ¡Mil gracias otra vez al SANTIAGO MARTÍN por llevarnos en volandas! 💛 🖤 ¡Buenas noches, canaristas; y a seguir cogiendo el ritmo junt@s! #VamosCanarias #ElLatidodeNuestraHistoria

Posted by Club Baloncesto 1939 Canarias on შაბათი, 12 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები