Thumbnail

‘მისთვის სიცოცხლეს გავწირავ!’ - მბაპეს დეშამის საქციელი არასდროს დაავიწყდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კილიან მბაპეს დიდიე დეშამთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს
  • პსჟ-ს სუპერვარსკვლავი მისი ხათრით კარშიც კი ჩაგდება

კილიან მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და პარი სენ-ჟერმენში გრანდიოზულ ხელფასს იღებს. თუმცა არსებობს რაღაცები, რაც 20 წლის ფრანგი ფორვარდისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფული. მაგალითად, მწვრთნელის ნდობა.

ესპანურ სპორტულ გამოცემა AS-თან ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონმა დეშამის ის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს და რომლის გამოც, ცხოვრების ბოლომდე დეშამის მადლიერი იქნება.

'ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს ფეხბურთელისთვის!' - კილიან მბაპე

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავის დროზე მბაპე ისეთ დროს გამოიძახა ნაკრებში, როდესაც ამ უკანასკნელს მონაკოში აღარ ათამაშებდნენ. იმ დროისთვის მისი პარი სენ-ჟერმენში გადასვლა გადაწყვეტილი იყო.

“ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ იმიტომ გამომიძახა, რომ აღარ მათამაშებდნენ. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს ფეხბურთელისთვის,” - აცხადებს მბაპე, - ეს ძალიან მაგარი ნიშანია მწვრთნელის მხრიდან. ეს არის ნდობის ნიშანი, რაც გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფული.”

მბაპე შარშან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კილიან მბაპე დეშამის ამ საქციელს არასდროს დაივიწყებს: “როდესაც მან ეს გააკეთა, ისეთი განცდა მქონდა, რომ მზად ვიყავი, მოედანზე მისთვის სიცოცხლე გამეწირა. დეშამს რომ ეთქვა, კარში ჩადექიო, ასეც მოვიქცეოდი,” - დასძენს მბაპე.

აქვე ვთქვათ, რომ კილიანმა ისლანდიასთან 1:0-ზე მოგებულ მატჩში მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა და საფრანგეთის ნაკრებს ვერც ორშაბათს, თურქეთთან შეხვედრაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები