Thumbnail
  • იაპონიის ქაოსური გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო
  • კონსტრუქტორთა ტიტული ისევ მერსედესმა გაინაღდა

შუქნიშანზე ეს ყველას ერთხელ მაინც მოგვსვლია…

სებასტიან ფეტელი იაპონიის გრანპრიზე სტარტზე პირველი იყო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. ამის მიზეზი კურიოზული სტარტია, რომლის დროსაც ფერარის გერმანელი პილოტი ჯერ მინიმალურად, ნაადრევად დაიძრა, მერე დაამუხრუჭა და შესაბამისად, გვიან დაიძრა.

მას მერსედესის 30 წლის ფინელმა პილოტმა, ვალტერი ბოტასმა გადაასწრო, რომელიც სტარტზე მესამე გახლდათ და 53 წრის შემდეგ, ‘სუძუკაზე’ სწორედ მან იზეიმა გამარჯვება. ლუის ჰემილტონი მესამე ადგილზე გავიდა და რაკი მერსედესს ფერარიზე 14 ქულით მეტი სჭირდებოდა, გერმანულმა გუნდმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო კონსტრუქტორთა თასი.

“სტარტის განათება ძალიან დიდხანს იყო ანთებული, თუმცა ეს ჩემი შეცდომა გახლდათ. უბრალოდ ძალიან ცუდი სტარტი ავიღე,” - განაცხადა ფეტელმა რბოლის შემდეგ.

შესანიშნავი სანახაობა იყო ფეტელისა და ჰემილტონის დუელი მეორე ადგილისთვის ბოლო წრეებზე - სებამ უფრო სწრაფი მერსედესისგან თავი ბრწყინვალედ დაიცვა და მეორე ადგილი გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ რბოლამდე მხოლოდ 4 საათით ადრე შედგა კვალიფიკაცია, რაც ტაიფუნ ჰაგიბისის “დამსახურებაა”.

სეზონის დასრულებამდე 4 რბოლაა დარჩენილი. მომდევნო გრანპრი მექსიკაში გაიმართება, სადაც ლუის ჰემილტონს მსოფლიოს ჩემპიონობის განაღდება შეუძლია. ეს ლუისის მეექვსე ტიტული იქნება. ჰემილტონისთვის ტიტულის წართმევა დარჩენილ რბოლებში მხოლოდ მის თანაგუნდელ ბოტასს შეუძლია, რომელიც ლუისს 64 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები