Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 24:7 შვეიცარია
  • ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნული გუნდი 24:7 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპი ტრიუმფით დაასრულა. ამ გამარჯვებით რევაზ ჩომახიძის გუნდმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. 

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიამდე გერმანიის ეროვნულ გუნდს 9:7 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს.

ევრო 2020 ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა: 2014 წელს ბუდაპეშტში მე-12 ადგილი დაიკავა, 2016-ში სერბეთში - მე-14 და 2018 წელს ბარსელონაში - მე-13 ადგილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები