Thumbnail
  • დანია 1:0 შვეიცარია
  • ამ მატჩის შედეგმა საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი მოუსპო

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის ტურის ცენტრალური მატჩში დანიამ კოპენჰაგენის "პარკენზე" შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას სტუმართა გუნდი ფლობდა, 84-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა მეკარესთან პირისპირ იუსუპ პოულსენი გაიყვანა და ფორვარდმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია კასპერ შმეიხელის გმირობა, ის საიმედოდ თამაშობდა, ბოლო წამებზე კი გუნდი ავტოგოლისგან ფანტასტიკური ნახტომით იხსნა.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში თამაშობს საქართველოს ნაკრები, რომელმაც ირლანდიას უმასპინძლა და 0:0 ეთამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 6 თამაშიდან 5 ქულით მე-4 ადგილზეა. 

ირლანდიასა და დანიას 12-12 ქულა აქვთ, შვეიცარიას კი - 8 (მაგრამ რეზერვში ერთი თამაში აქვს). აი, საქართველოს ნაკრებმა კი ამით თეორიული შანსიც დაკარგა, რადგან 11 ქულაზე მეტს ფიზიკურად ვერ დააგროვებს.

თუმცა საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის კარგი შანსი რჩება - 2020 წლის მარტში ერთა ლიგის D ლიგის პლეი ოფში შინ სავარაუდოდ ბელარუსის ნაკრებს უნდა მოუგოს, შემდეგ კი ფინალშიც გაიმარჯვოს.

დანია 1:0 შვეიცარია

გოლი: 1:0 პოულსენი (84)

დანია (4-3-3): შმეიხელი - დალსგაარდი, კრისტენსენი (87. იორგენსენი), ლარსენი (80. ანკერსენი) - შიონე (65. ჰოიბერგი), დელეინი, ერიკსენი - კორნელიუსი, ი. პოულსენი, ბრაიტვაიტი

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, შერი, აკანჯი - ლიხტშტაინერი (68. მბაბუ), ზაკარია, ჯაკა, როდრიგესი (88. დრმიჩი) - მეჰმედი (83. ფროილერი) - ემბოლო, სეფეროვიჩი    

კომენტარები

ბოლო ამბები