Thumbnail

თბილისში, დინამო არენაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. Საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დამთავრდა. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა…

მიკ მაკარტი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი)

“ჩვენთვის ეს ნამდვილად მოპოვებული ქულაა. გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი და ძელსაც გავარტყით ბურთი. ბურთის ფლობაში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ჩვენ კართან საგოლე მომენტები არ შექმნილა. წინასწარ რომ შემოეთავაზებინათ ჩემთვის 4 ქულა საქართველოსთან, დავთანხმდებოდი და კმაყოფილი ვიქნებოდი.

შესაძლოა, ამ დაკარგულმა ქულებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური დაგაკარგინოთ...

მაკარტი: შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვეთამაშეთ ძლიერ გუნდს სტუმრად და არ იყო ადვილი სამი ქულის მოპოვება. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფშია, აქ კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თავისუფლად ითამაშა.

ეს შედეგი ირლანდიელთა სუსტმა თამაშმა განაპირობა, თუ საქართველოს ნაკრების პროგრესმა?

მაკარტი: უკეთ თამაშიც შეგვეძლო, განსაკუთრებით კი ბურთის ფლობის ასპექტში. სამაგიეროდ, კარგად ვითამაშეთ დაცვაში ძალიან კარგ გუნდთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები