Thumbnail
  • დინამომ კონტრაქტი ორ ფეხბურთელს გაუფორმა.
  • თბილისური გუნდის ახალწვეულები: გუჯა რუხაია და დმიტრი ივანისენია.

თბილისის დინამოს ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდს ორი ახალწვეული ჰყავს. ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში გუჯა რუხაია და დმიტრი ივანისენია ითამაშებენ.

30 წლის რუხაია დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, 24 წლის ივანისენია კი ნახევარმცველია.

დინამომ გუჯა რუხაიასთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო დმიტრი ივანისენიამ თბილისურ გუნდს ორი წლით დაუკავშირა მომავალი.

კომენტარები

ბოლო ამბები