Thumbnail
  • საქართველო U19  3:1 ყაზახეთი U19
  • გიორგი იაკობიძემ ყახახეთის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის მეორე მატჩი გამართა უნგრეთში. მასპინძლების 4:2 დამარცხების შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ყაზახეთის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა

უნგრეთთან მოგებულ მატჩში მიღებული ტვინის შერყევის გამო გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. 

ანგარიში მე-40 წუთზე ლოკომოტივის ფეხბურთელმა გიორგი იაკობიძემ გახსნა, აზაროვის პასით. ორ წუთში რუბინის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა პენალტი შეასრულა და ტაიმი 2:0 მორჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყაზახებმა ერთი გაქვითეს, მაგრამ 65-ე წუთზე იაკობიძემ დუბლი შეასრულა. 

ამ ჯგუფის კიდევ ერთი თამაში დღეს 22 საათზე დაიწყება, უნგრეთი ხორვატიას ეთამაშება. საქართველო 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხორვატებს 3 ქულა აქვს, უნგრელებსა და ყახაზებს ქულა არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო საკვალიფიკაციო რაუნდის მე-13 ჯგუფშია, რომელიც უნგრეთში იმართება და მასში საქართველოს, ყაზახეთისა და მასპინძელთა გუნდის გარდა ხორვატიის ნაკრებიც მონაწილეობს. ყოველი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ელიტ-რაუნდის საგზურს მოიპოვებს. მათ ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატებათ. ესპანეთს, ჰოლანდიასა და პორტუგალიას ელიტ-რაუნდის საგზური განაღდებული აქვთ.

ელიტ-რაუნდი 7 ჯგუფში ჩატარდება, რომელთა გამარჯვებულები მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიას შეუერთდებიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის 19 ივლისს დაიწყება ბელფასტში.

U19 საქართველო 3:1 U19 ყაზახეთი

გოლები: 1:0 იაკობიძე (40), 2:0 დავითაშვილი (42-პენ), 2:1 ჟაკსილიკოვი (48), 3:1 იაკობიძე (65)

საქართველო U19: კუტალაძე - კაპანაძე (85. აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე - გულიაშვილი, მექვაბიშვილი (79. გაგნიძე), დავითაშვილი, აზაროვი (85. ჭავჭანიძე) - იაკობიძე (79. გაგუა), მოისწრაფიშვილი (61. მესიაჩენკო)

კომენტარები

ბოლო ამბები