Thumbnail
  • ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელები ქართველ თანატოლებთან ითამაშებენ
  • სამხრეთაფრიკელთა ასაკობრივი ნაკრები თბილისში ნოემბერში ჩამოვა

სამხრეთ აფრიკის 18 და 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებების წევრები თბილისში ჩამოვლენ და ქართველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

სამხრეთაფრიკელები ამ ტურნეთი 18 და 19-წლამდე ნაკრებების შეკრებას ჩაანაცვლებენ და ახალგაზრდა მორაგბეებს 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის მოამზადებენ.

სამხრეთ აფრიკა თბილისში 27 ნოემბერს ჩამოფრინდება და პირველ მატჩს "უმცროს ბორჯღალოსნებთან" 2 დეკემბერს ჩაატარებს. მეორე შეხვედრა 5 დეკემბერს გაიართება, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკა სამშობლოში დაბრუნდება.

სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელმა, ჩინ რუმ 30-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა და ამ ნაკრებში 6 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ითამაშეს.

კომენტარები

ბოლო ამბები