Thumbnail

ჯერარდი ბეშიქთაშში? ინგლისელი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სტივენ ჯერარდი 15 თვეა რეინჯერს წვრთნის
  • ბეშიქთაშის გარდა, ინგლისელი ლიდსსაც სურს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბულის ბეშიქთაშის ხელმძღვანელობას კლუბის მთავარ მწვრთნელად სტივენ ჯერარდი სურს.

თურქეთის სუპერლიგის წინა სეზონში "შავი არწივები" მესამე ადგილზე გავიდნენ, თუმცა წელს გუნდს საშინელი სტარტი აქვს. კლუბმა 9 შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლო. ბეშიქთაშმა 2 შეხვედრა წააგო ევროპალიგაზეც. განსაკუთრებით მტკივნეული იყო შინ მარცხი ვულვზის წინააღმდეგ.

გუნდის ასეთი ცუდი შედეგების შემდეგ კლუბში ახალ მთავარ მწვრთნელს ელიან.

სტივენ ჯერარდი რეინჯერსის მთავარი მწვრთნელი 15 თვის წინ გახდა. გასულ სეზონში გუნდი მე-2 ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონ სელტიქსს 9 ქულით ჩამორჩა. წელს ინგლისელის გაწვრთნილი რეინჯერსი კიდევ უფრო კარგად გამოიყურება და ჩემპიონატს 8 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიდერობს. 

თურქმა სპორტულმა ჟურნალისტმა მეჰმედ დემირკოლმა პარასკევს BeIN Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდი ბეშიქთაშის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ჯერარდით, გარდა თურქული კლუბისა, ასევე ინტერესდება ინგლისური ლიდსი.  

კომენტარები

ბოლო ამბები