Thumbnail

ახალი კონტრაქტი არ იქნება! კავანი და სილვა პსჟ-ს სეზონის ბოლოს დატოვებენ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედინსონ კავანი პსჟ-ს 2013 წელს შეუერთდა
  • ურუგვაელს ინტერ მაიამისთან აკავშირებენ
  • ტიაგო სილვას ფრანგულ გუნდში 284 მატჩი აქვს ნათამაშები

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში სეზონის ბოლოს პარი სენ-ჟერმენს ედინსონ კავანი და ტიაგო სილვა თავისუფალი აგენტების სტატუსით დატოვებენ. ფრანგული კლუბი ვეტერან მოთამაშეებთან ახალი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს. 

კავანი პსჟ-ში ნაპოლიდან 2013 წელს, 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. 32 წლის ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში 282 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 195 გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ლიგა 1-ის მოგება ხუთჯერ შეძლო.

ედინსონ სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა. მილანის ინტერიდან მაურო იკარდის გადმოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ურუგვაელს სათამაშო დრო შეუმცირდება.

კავანის კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს. მისით დაინტერესებულია დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამი, რომელიც ახალი დაარსებულია და MLS-ს ახალი სეზონიდან შეუერთდება. გასულ ზაფხულს კავანით ინტერესდებოდნენ ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი. 

ტიაგო სილვა პარიზულ გუნდს 2012 წელს მილანიდან 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში ბრაზილიელმა 284 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 35 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მოგება ექვსჯერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ფრანგულ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ მისი შენარჩუნება არ სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები