Thumbnail

პიონჩანი 2018, IV დღე | ცოლ-ქმრის მიღწევა, ჰირშერის ზენიტი და თამამი განაცხადი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პიონჩანში გრძელდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
  • კორეაში მორიგი მედლები გათამაშდა. 

პირველად რუსეთის ისტორიაში

კერლინგის დაბლ-მიქსტის მე-3 ადგილისთვის მატჩი ნორვეგიელებს მოუგეს OAR-ის (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან) წარმომადგენლებმა ანასტასია ბრიზგალოვამ და ალექსანდრ კრუშელნიცკიმ, რომლებიც ცოლ-ქმარი არიან - 8:4. რუსებმა კერლინგში პირველი მედალი მოიპოვეს. 

ანასტასია ბრიზგალოვა

ფინალში კანადელებმა კეიტლინ ლაუსმა და ჯონ მორისმა შვეიცარიელებს იოლად მოუგეს 10:3.

პოდიუმი

კანადა (კეიტლინ ლაუსი, ჯონ მორისი)

შვეიცარია (ჟენი პერე, მარტინ რიოსი)

OAR (ანასტასია ბრიზგალოვა)

ბავშვობის ოცნება აისრულა

ქლო კიმი

ამერიკელი სნოუბორდისტი ქლო კიმი ჰალფპაიპის დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. პოდიუმზე კიდევ ერთი ამერიკელი ავიდა - არიელ გოლდი ბრინჯაოს პრიზიორია.  

ქლო კიმი: "ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამიცნობიერებია, რა მოხდა. გამარჯვებას კი ჩემს მშობლებს ვუძღვნი".

პოდიუმი

1. ქლო კიმი (აშშ) 98,25

2. ლიუ ძიაუ (ჩინეთი) 89,75

3. არიელ გოლდი (აშშ) 85,75

კიდევ ერთი გერმანული ტრიუმფი

სამთო-სათხილამურო სპორტის სუპერკომბინაციაში, ჩქაროსნულ დაშვებაში გაიმარჯვა გერმანელმა თომას დრესენმა. მან 7 მეათედი წამით აჯობა ნორვეგიელ აქსელ ლუნდ სვინდალს. 

პოდიუმი

1. თომას დრესენი (გერმანია) 1.19,24 წთ.

2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) 1.19,31

3. მათიას მაიერი (ავსტრია) 1.19,37

კოლექციას მხოლოდ ოქრო აკლდა...

როგორც იქნა, ავსტრიელი ოლიმპიური ჩემპიონია

ცნობილმა ავსტრიელმა სამთო-მოთხილამურე მარსელ ჰირშერმა სუპერკომნინაციაში ოლიმპიური ოქრო მოიგო. ვერცხლი და ბრინჯაო ფრანგ სპორტსმენებს ხვდათ წილად. 

სხვათა შორის, ჰირშერმა პირველად მოიგო ოლიმპიადა, სოჭში მან ვერცხლის მედალი სლალომში მოიპოვა. 

მარსელ ჰირშერი: "უბრალოდ არარეალურია, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაცნობიერად, რომ ოლიმპიადა მოვიგე. ჩემზე ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი კარიერა მაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ოლიმპიური ოქრო".

პოდიუმი

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) 2.06,52

2. ალექსის პინტიურო (საფრანგეთი) 2.06,75

3. ვიქტორ მუფა-ჟეანდე (საფრანგეთი) 2.07,54

პირველი იტალიური

ქალთა შორტ-ტრეკში 500 მეტრზე იტალიას პირველი ოქრო არიანა ფონტანამ მოუტანა. მან ჰოლანდიელ და კანადელ სპორტსმენებს აჯობა.

პოდიუმი

1. არიანა ფონტანა (იტალია) 42.569 წმ.

2. იარა ვან კერკჰოფი (ჰოლანდია) 43.256

3. კიმ ბუტენი (კანადა) 43.881

ციგურაობა ჰოლანდიელთა სპორტია

ციგურაობაში ჰოლანდიელთა დომინაცია გრძელდება - ვაჟთა რბოლა 1 500 მეტრზე მოიგო კიელდ ნუისმა, მეორე ადგილზეც ჰოლანდიელი გავიდა - პატრიკ რუსტი.

პოდიუმი

1. კიელდ ნუისი (ჰოლანდია) 1:44.01 წთ.

2. პატრიკ რუსტი (ჰოლანდია) +0.85

3. კიმ მინ სეოკი (კორეა) +0.92 

დებიუტანტი ჩემპიონი

თხილამურებით რბოლაში ვაჟთა შორის კლასიკური სპრინტი ოლიმპიადის დებიუტანტმა ნორვეგიელმა იოჰანეს კლაებომ იმარჯვა.

ქალთა კლასიკა დარჩა შვედ სტინა ნილსონს.

პოდიუმი

1. იოჰანეს კლაებო (ნორვეგია) 3:05.75 წთ.

2. ფედერიკო პელეგრინო (იტალია) +1.34

3. ალექსანდერ ბოლშინოვი (OAR) +1.36

პოდიუმი

1. სტინა ნილსონი (შვედეთი) 3:03.84

2. მაიკენ ფალა (ნორვეგია) +3.03

3. იულია ბელორუკოვა (OAR) +3.37

სოჭის ტიტული დაიცვა

ქალ მოციგავეთა ტურნირი გერმანელმა ნატალი გაიზენბერგერმა მოიგო, რომელიც სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. 

პოდიუმი

1. ნატალი გაიზენბერგერი (გერმანია) 

2. დაიანა აიტბერგერი (გერმანია)

3. ალექს გაფი (კანადა)

სხვა ამბები

ადამ რიპონი

სათხილამურო რბოლების შეჯიბრებისას რუსმა ფანებმა ტრიბუნაზე საბჭოთა კავშირის დროშა გამოფინეს. გარკვეული დროის მერე ის სოკ-ის წარმომადგენელმა ჩამოხსნა, რომელმაც მოიშველია წესდება, რომლის თანახმადაც არ შეიძლება იმ ქვეყნის დროშის გამოფენა, რომელიც შეჯიბრებაში არ მონაწილეობს.

პირველი დადებითი ტესტი დოპინგშემოწმებაზე - ჩავარდა იაპონელი შორტტრეკისტი კეია საიტო. 21 წლის სპორტსმენი 5 000 მეტრზე ესტაფეტაში სარეზერვო სპორტსმენად იყო განაცხადში შეყვანილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა იაპონელი სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიადებზე დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. 

სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავკაცი ანჯელა რუჯერო მიესალმა ფიგურისტი ადამ რიპონის განცხადებას. ადამ რიპონი და მისი თანამემამულე გას კენუორტი გახდნენ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი მონაწილეები, რომელთაც ღიად განაცხადეს, რომ გეები არიან.

► საბედისწერო თამაშები - ტრაგიკული ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში

► ზამთრის ოლიმპიადა კვდება - 8 მიზეზი, რატომ ხდება ეს

კომენტარები

ბოლო ამბები