Thumbnail
  • ნ’გოლო კანტემ ისლანდიასთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა
  • ფრანგი ფეხბურთელი ამ სეზონში უკვე მეორედ დაშავდა

11 ოქტომბერს, ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა. ისლანდიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 0:1 დათმო. ფრანგების საწყის თერთმეტეულში უნდა ყოფილიყო ნ’გოლო კანტე, თუმცა ნახევარმცველმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მის მაგივრად შეხვედრა მუსა სისოკომ დაიწყო.

კანტე ამ სეზონამდე საკმაოდ გამძლე ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ტრავმებსაც იშვიათად იღებდა. 2012-13 წლების სეზონის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატის მხოლოდ 12 შეხვედრა ჰქონდა გამოტოვებული. ამ სეზონში ფრანგმა პრემიერლიგაში დაზიანების გამო უკვე 4 შეხვედრა გამოტოვა. 

ნ’გოლომ ტრავმა სექტემბერში, ყოფილი გუნდის, ლესტერ სიტის წინააღმდეგ მიიღო. მან ტერფი დაიზიანა. ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს წინა თვეში თხოვნით მიმართა და კანტეს დასვენება ურჩია. გასულ კვირას დეშამმა ამ ფაქტის შესახებ იხუმრა.

"ლამპარდმა მთხოვა, კანტე არ გამომეძახებინა. შესაძლოა მომავალში მეც დავუკავშირდე და ვთხოვო, ოლივიე ჟირუს მეტი სათამაშო დრო მისცეს", - განაცხადა დეშამმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ფრანგი ნახევარმცველი დაბრუნებას.  

კომენტარები

ბოლო ამბები