Thumbnail
  • რას წერენ 'ბორჯღალოსნებისა' და 'ვოლაბების' მატჩზე საერთაშორისო მედიაში
  • ბრიტანულმა 'გარდიანმა' ექვსი ერი და საქართველო ახსენა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ავსტრალიის ნაკრებთან 8:27 მარცხით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - პულში მესამე ადგილს, რომელიც მომდევნო მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ბრძოლის გარეშე თამაშის უფლებას იძლევა. შედეგი გაუარესდა - 2015 წელს "ბორჯღალოსნებმა" ორი მატჩი მოიგეს, ახლა კი მხოლოდ ერთი, დააგროვეს 5 ქულა. თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ D პულში ასპარეზობას (მე-4 თუ მე-5), კვირას უელსი-ურუგვაის მატჩი გადაწყვეტს. 

როგორი გამოხმაურება ჰქონდა "ბორჯღალოსნების" ისტორიულ დაპირისპირებას "ვოლაბებთან" საერთაშორისო მედიაში. ფაქტია, რომ თამაშის დასრულებას 5 წუთი აკლდა და საქართველოს ნაკრები მხოლოდ 8:17-ს აგებდა. 

მეტი ამ თემაზე:

BBC Sport

"ავსტრალიელთა არადამაჯერებელი გამარჯვება ქართველებზე", - ასეთი სათაური ჰქონდა BBC-ის მატჩის მიმოხილვაზე: "საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში ავსტრალია არადამაჯერებელი იყო. "ვოლაბებმა" მოიგეს, მაგრამ მათ პლეი ოფში გაცილებით დიდი გამოცდა ელით. დიდი ალბათობით, 2-გზის გამარჯვებულებს 19 ოქტომბერს ინგლისის ნაკრები ელის მეოთხედფინალში". 

"ავსტრალიამ თამაში ბოლო წუთებამდე ვერ "მოკლა" და ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს მათთვის". 

"საქართველოს კონკურენციის გაწევის უნარი აქვს, მაგრამ იშვიათად უტევს სახიფათოდ. მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით უკანასკნელად მოთამაშე "ბორჯღალოსნები" მტკიცედ დაუხვდნენ მეტოქეს, 201 ბოჭვაც შეასრულეს. 

ისინი შეუდარებლად თამაშობდნენ დაცვაში, მაგრამ შეტევაში უკბილოდ საიმისოდ, რომ "ვოლაბებისთვის" ზიანი მიეყენებინათ. სანდრო თოდუას ლელო კი მათ დიდხანს ემახსოვრებათ, ნაკრებს მსოფლიო თასზე ლელოს გარეშე თამაში არ დაუსრულებია".

The Guardian

"გვიან გატანილმა ლელოებმა ავსტრალიას შემართულ საქართველოსთან მატჩში ბონუს ქულა მოუტანეს".

"საქართველომ, თავის მხრივ, აჩვენა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც პირველი დონის ქვეყნებთან ბრძოლა შეუძლია. მათი ბრძოლა იტალიასთან ნამდვილად საინტერესო იქნება და იქნებ, ერთ დღესაც ექვს ერში ვიხილოთ ქართველები (ხომ არ არის დრო პლეი ოფის შემოღების?)".

Kyodo News Plus

"ავსტრალია საქართველოსა და ცუდ ამინდს გადაურჩა".

"ძლიერმა ქარმა და წვიმამ, ასევე დაცვაში ბრწყინვალედ მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრებს საქმე გაურთულა".

"ქართველები ბოჭვებს ბოჭვებზე შეშლილებივით აკეთებდნენ".

კომენტარები

ბოლო ამბები