Thumbnail
  • ხიმკი 79:76 ბასკონია
  • ვიტორიელები ევროლიგაში პირველად დამარცხდნენ
  • შენგელიას 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 გადაცემა მოსკოვში

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-2 ტურის მატჩი მოსკოვში გამართა და ხიმკისთან 3 ქულით, 76:79 დამარცხდა. მოსკოველებმა პირველ პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რისი შემცირებას სტუმრებმა მეორე პერიოდში მოახერხეს, თუმცა მატჩი მაინც ვერ გადაარჩინეს.

 

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა 30:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულას, 10 მოხსნასა და 3 გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო - მან ბურთი 4-ჯერ შეტევაში და 6-ჯერ დაცვაში მოხსნა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. ჯენინგმა 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიას ბასკონია მომდევნო ტურში სტუმრად ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები