Thumbnail
  • საბურთალო ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.
  • გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

საბურთალო ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. მორიგი ამხანაგური მატჩი თბილისელებმა პოლონეთის პირველი ლიგის გუნდ ვრაკუვთან გამართეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს.

პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი პოლონელების სწრაფი გოლით დაიწყო, თუმცა 72-ე წუთზე ნიკოლოზ მალიმ ანგარიში გაქვითა და მატჩის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

საბურთალოს კიდევ შეეძლო გატანა: ერთ-ერთ ეპიზოდში ხარაიშვილის დარტყმულის შემდეგ, ბურთს მცველები გადაეღობნენ, გოშთელიანის თავურის შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

საბურთალომ ვრაკუვთან თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ:

კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიან

კომენტარები

ბოლო ამბები