Thumbnail
  • გასულ ზაფხულს რუბენ დიაშით ბევრი გრანდი ინტერესდებოდა
  • ბენფიკაში სჯერათ, რომ ტალანტი კარიერის ბოლომდე კლუბში დარჩება
  • ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ფუნტია 

ვულვზი, იუვენტუსი მადრიდის ატლეტიკო - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც გასულ ზაფხულს რუბენ დიაშის ყიდვა სურდათ. პორტუგალიელის დამატება უნდოდა მანჩესტერ იუნაიტედსაც, თუმცა ფეხბურთელი ბენფიკაში დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი 22 წლის მცველის ტრანსფერს მიუბრუნდა. დიაში სურს მანჩესტერ სიტისაც. 

ახალგაზრდა ფეხბურთელს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა ერთ წელიწადში 60 მილიონი ფუნტიდან 80 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნება სურს თავად ბენფიკას. პრიმეირა ლიგის გიგანტს სჯერა, რომ დიაში ლუიზაოს კვალს გაჰყვება და პორტუგალიურ კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩება. ბენფიკას ხელმძღვანელობა რუბენის შესანარჩუნებლად ახალ შეთავაზებას ამზადებენ, რომლის თანახმადაც, ცენტრალურ მცველს მსხვილ თანხას გადაუხდიან.

სიტის რუბენ დიაშის დამატება იანვარშივე სურს. "ქალაქელების" დაცვის ცენტრში ბევრი პრობლემებია. ლაპორტე ტრავმის გამო კლუბს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კი დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება უმოკლეს დროში სურს.

ჰარი მაგუაიერის დამატებამ "წითელი ეშმაკების" დავცის ხაზის პრობლემები ბოლომდე ვერ დაალაგა. იუნაიტედს კარის მშრალად შენახვა ძალიან უჭირს. რუბენ დიაშის დამატების შემდეგ პორტუგალიელი და მაგუაიერი დაცვის ცენტრში შეწყვილდებიან და პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები