Thumbnail
  • ბასკონია ევროლიგის მეორე ტურში სტუმრად რუსულ ხიმკის დაუპირისპირდება
  • ამჟამად ხიმკიში ვიტორიელთა ყოფილი კალათბურთელი, იანის ტიმა გამოდის 
  • ლატვიელმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიასთან მეგობრობაზე ილაპარაკა

11 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონია ევროლიგის მეორე ეტაპის მატჩში სტუმრად რუსულ ხიმკის დაუპირისპირდება. მასპინძელთა რიგებში ლატვიელი იანის ტიმა გამოდის, რომელიც თავის დროზე ბასკონიაში თამაშობდა. იანისმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც შენგელიაზეც ილაპარაკა, რომელთანაც აქამდე მეგობრობს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

27 წლის იანის ტიმა ბასკონიაში 2017-18 წლების სეზონში გამოდიოდა.

"დიახ, მეტოქე ჩემთვის კარგად ნაცნობია და იქ ჯერ კიდევ თამაშობს ექვსი კალათბურთელი იმ გუნდიდან, რომელშიც მეც გამოვდიოდი. მწვრთნელი შეეცვალათ, მაგრამ სტილი იგივეა - ბასკონია სწრაფ კალათბურთს თამაშობს. თავი კარგად უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ სწრაფი გარღვევების შესრულების საშუალება.

თორნიკე შენგელიასთან ვმეგობრობდი და ასეა დღემდე. მახსოვს, თორნიკეს ხშირად სტუმრობდა დედამისი, რომელიც ძალიან გემრიელ ხაჭაპურს და ხინკალს ამზადებდა, ჩვენ კი სიამოვნებით შევექცეოდით", - აქვეყნებს იანისის ნათქვამს sovsport.

ბასკონიამ ევროლიგა სტუმრად კაუნასის ჟალგირისთან გამარჯვებით (70:58) დაიწყო, შენგელიამ იმ შეხვედრაში 13 ქულა მიითვალა, მეტ ჯენინგმა - 10.

კომენტარები

ბოლო ამბები