Thumbnail
  • სუპერთასი 1975 / ბაიერნი 0:1 კიევის დინამო

ოლეგ ბლოხინმა 1975 წლის უეფას სუპერთასის შეხვედრაში ბაიერნს, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გაუტანა, მაშინ სუპერთასს ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული იგებდა. საპასუხო შეხვედრაში ბლოხინმა კრამერის გუნდთან დუბლის გატანა შეძლო და კიევის დინამოს იმ სეზონში თასების მფლობელთა თასთან ერთად, სუპერთასიც მოაგებინა.

ლეგენდარული ფორვარდი 1975 წელს ევროპის საუკეთსო ფეხბურთელად დაასახელეს, უკრაინელ შემტევს საბჭოთა კავშირის ლიგის, კიევის დინამოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ამ მხრივ ბლოხინი საბჭოთა ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდსმენია.

მიუნხენის მატჩში, ბლოხინმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, ჯერ შვარცენბეკს გასცდა, შემდეგ ვეისი და ჰორსმანი ჩამოიშორა, ბოლოს კი მარცხენა ფეხით ბურთი ზეპ მაიერის კარში გადაგზავნა.

ოლეგ ბლოხინმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 8-ჯერ მოიგო, 5-ჯერ სსრკ-ის თასს დაეუფლა, ხოლო უეფას თასების თასი ორჯერ 1975 და 1986 წლებში მოიპოვა. კარიერის დასრულების შემდეგ ბლოხინი 12 წელი (1990-2002) საბერძნეთში მუშაობდა, შემდეგ წვრთნიდა უკრაინის ნკარებს და მშობლიურ კიევის დინამოს.

კომენტარები

ბოლო ამბები