Thumbnail

'პირველად 16 წლის შემდეგ' - ტოჩინოშინი ძიუდოისტ სირილ მარეს იაპონიაში შეხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი სირილ მარესთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს
  • ისინი ერთმანეთს პირველად პარიზში დაუპირისპირდნენ

ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ფრანგ ძიუდოის სირილ მარესთან ერთად. 32 წლის მარე 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია 100 კგ წონით კატეგორიაში. მაშინ მარემ 1/4 ფინალში ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა.

რაც შეეხება ტოჩინოშინს - მოგეხსენებათ, სუმოში გადასვლამდე ლევან გორგაძე ძიუდოისტი იყო. მათი გზები პარიზში 2003 წლის ივლისში გადაიკვეთა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის ტოჩინოშინი თანატოლ სირილ მარეს ფინალში (90 კგ წონითი კატეგორია) შეხვდა. ფრანგმა გაიმარჯვა. 

2003 წელს საქართველომ 7 მედალი მოიპოვა და მათ შორის ერთი ვერცხლი ლევან გორგაძის იყო. 

@cyrillemaret #🥋🥋 #16 tslis shemdeg pirvelad shevxvdit💪💪😍❤️❤️

Posted by Levan Gorgadze on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

"16 წლის შემდეგ პირველად შევხვდით", - წერს ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში. ლევანი აკის ჯუნგიოზე იღებს მონაწილეობას და, როგორც ჩანს, მარემ მას იქ მიაკითხა.

კომენტარები

ბოლო ამბები