Thumbnail
  • ბრაზილია 1:1 სენეგალი
  • 1:0 ფირმინო (9), 1:1 დიდიუ (პენ-45)

ბრაზილიის ნაკრებმა სანაკრებო პაუზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, სინგაპურში სენეგალთან ფრედ 1:1 ითამაშა. ტიტეს ნაკრებს სამი მატჩია არ მოუგია. ''სელესაომ'' კოლუმბიასთან ფრედ ითამაშა, პერუსთან წააგო და ახლა სენეგალს ვერ მოუგო.

ანგარიში მე-9 წუთზე რობერტო ფირმინომ გახსნა. ლივერპულის შემტევმა ორმეტრიან მეკარეს ახლო მანძილიდან ბურთი თავზე გადაუგდო და ბრაზილია დააწინაურა. სენეგალმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. სადიო მანეს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დიდიუმ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ბრაზილიის ნაკრები მოუგებელი სერიის დასრულებას ნიგერიასთან ეცდება. სენეგალი კი გვინეის ნაკრებს ესტუმრება.

ბრაზილია 1:1 სენეგალი - ფირმინოს ულამაზესი გოლი

ბრაზილია 1:1 სენეგალი - ფირმინოს ულამაზესი გოლი

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები