Thumbnail
  • rugby4cast.com საქართველოს ავსტრალიასთან მარცხს ვარაუდობს
  • 'ბორჯღალოსნებს' ჯგუფში ბოლო ადგილის საფრთხე ემუქრებათ? 

11 ოქტომბერს იაპონიის ქალაქ  ფუკუროი სიტის "შიზუოკაზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე უკანასკნელ მატჩს გამართავს - მილტონ ჰეიგის გუნდი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება ავსტრალიის ნაკრებს. 

rugby4cast.com ვარაუდობს, რომ ავსტრალიის ნაკრები ამ თამაშს 23 ქულით მოიგებს - შესაძლო ანგარიში კი 35:12-ია სამხრეთელთა სასარგებლოდ. ავსტრალია მატჩის აშკარა ფავორიტია, ხოლო საიტი საქართველოს მოგების შანსს 1.9 %-ით აფასებს. აღსანიშნავია, რომ თუ საქართველო მართლაც შეძლებს სენსაციური გამარჯვების მოპოვებას ჯგუფს მე-3 ადგილზე დაასრულებს და მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. 

წაიკითხე | PREVIEW | ჰეიგის ბოლო მატჩი – როგორ გააცილებენ ბორჯღალოსნები მწვრთნელს?

D ჯგუფში საქართველოს საბოლოო პოზიცია შესაძლოა, არასარაგბო ნიუანსმაც შეცვალოს - ქარიშხალმა ჰაგიბისმა!

საქმე ისაა, რომ თუ პროგნოზები გამართლდება და "ბორჯღალოსნები" ამ თამაშს ბონუს ქულის გარეშე წააგებენ და მსოფლიო რაგბი უელსი V ურუგვაის გააუქმებს (ამაზეც მიდის მსჯელობა), ურუგვაი საბოლოო ცხრილში გადაგვისწრებს (რადგან ურუგვაის უელსთან ფრე ჩაეთვლება) და ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ბოლო ადგილზე დაასრულებს. თუმცა, იმედია, ასეთი რამ არ მოხდება.   

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უკვე გააუქმა მსოფლიო თასის ორი მატჩი: ინგლისი-საფრანგეთი და ახალი ზელანდია-იტალია.

კომენტარები

ბოლო ამბები