Thumbnail

ილიას ზუროსი: მთავარი ავსტრიაა და უმთავრესი მიზანი მასთან გამარჯვებაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
გაზიარება
  • საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის.
  • ზუროსის გუნდი მომავალ შეხვედრებს დიდი დანაკლისით ხვდება.
  • მიუხედავად ამისა, ბერძენი სპეციალისტი მომავალ შეხვედრაში მიზნად მოგებას ისახავს. 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩებზე ისაუბრა. 

საქართველოს ნაკრები G ჯგუფის მესამე შეხვედრას 23 თებერვალს, სტუმრად ავსტრიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს, შემდეგ კი, 25-ში, გერმანიას უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ ზუროსის გუნდმა ჯგუფის პირველი ორი შეხვედრა, სტუმრად გერმანიასა (79:70) და სერბეთთან (87:105) დათმო და ამჟამად მესამე ადგილზეა.

"თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ, - აქვეყნებს ბერძენი სპეციალისტის სიტყვებს fiba.basketball. - ძნელია, როდესაც ახალი კალათბურთელების მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო.

ერთ-ერთი ახალბედა ნაკრებში, ვინც ზუროსს იმედი გაუმართლა, მერაბ ბოქოლიშვილია

სეზონი იმ მოთაშეებთან ერთად გავხსენით, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს ეთამაშათ.

კარგი ისაა, რომ ამ მატჩებში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმაც, რომელთაც გუნდში დებიუტი ჰქონდათ ან მანამდე ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდათ. ამ ბიჭებს საკმარისი დრო აქვთ, რათა თამაში გააუმჯობესონ და ნაკრებისთვის უფრო სასარგებლონი გახდნენ".

18 წლის გიორგი ბითაძემ სერბეთთან 8 ქულა მიითვალა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომავალ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება.

ფიბა-ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო, ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ბასკონიას ფორვარდი თორნიკე შენგელია. მიზერულია უნიკახას ცენტრის გიორგი შერმადინის ნაკრებში ჩამოსვლის შანსიც, რომლის გუნდს 22 თებერვალს მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში ელის.

ტრამვის გამო ვერ დააკლდება ნაკრებს დუდუ სანაძე. ამავე მიზეზით, დიდი ალბათობით, ვერც მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი ცინცაძე ითამაშებენ.

მარკოიშვილის თამაში ეროვნულ ნაკრებში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა

“ჩვენთვის ყველაზე მძიმე ავსტრიასთან შეხვედრაა, - ამბობს ზუროსი. - ვიცით, რომ ჯგუფში ერთი გუნდი რჩება და მჯერა, რომ საქართველო აუტსაიდერობას არ იმსახურებს. ცუდი ისაა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია.

მომავალ მატჩებში მაიკლ დიქსონის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

გერმანიასთან მატჩზე საუბარი ნაადრევია. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც კვალიფიციური მოთამაშეები არ აკლია. თუნდაც, მიუნხენის ბაიერნის კალათბურთელები ავიღოთ… და მაინც, მთავარი ავსტრიაა. უმთავრესი მიზანი მასთან გამარჯვებაა”.

ჩემი გაგიჟება ტაქტიკის ნაწილია - ექსკლუზივი ილიას ზუროსთან
  
კომენტარი ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატიას ზოლნერმაც გააკეთა:

"კარგად გვესმის, რომ საქართველოსთან მატჩი გადამწყვეტია. თუკი ეს შეხვედრა მოვიგეთ, სერბეთთან სათამაშოდ უფრო თავისუფლად გავალთ და შებოჭილები არ ვიქნებით. ამ მატჩებში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ვეცდებით, ქომაგები გავახაროთ".

კომენტარები
ბოლო ამბები