- 12 ლოგო და 12 გუნდი
- როგორ გახსოვს გუნდების ძველი ლოგოები?
ლოგოს ფენომენი ფეხბურთში ადრეული წლებიდან არ არსებობდა, ცოტა გვიან გამოჩნდა. მას უფრო ოფიციალურ დოკუმენტებში და გუნდის ინფრასტრუქტურის ბრენდირებაზე - სტადიონებზე, ოფისებში, ბაზებზე იყენებდნენ.
ფორმაზე ლოგო კიდევ უფრო გვიან დაიტანეს, დღეს იგი უკვე კლუბის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტია. არსებობს ლოგოები, რომლებიც ერთი შეხედვით გამახსოვრდება, რა დონის და გაქანებისაც არ უნდა იყოს გუნდი, იმ ლოგოს ვიზუალი მთელი ცხოვრება მიგყვება.
როგორც წესი, ცვლილების პროცესი უფრო სიმარტივისკენ მიდის - მრგვალი ფორმა, ან კონკრეტული სიმბოლო (მაგალითად - ლივერპულის 'ლივერბირდი, ან ტოტენჰემის 'მოჩხუბარი მამალი') თვალისთვის იოლად აღსაქმელია. რთულად აღსაქმელი ნიმუში იუვენტუსმა შემოგვთავაზა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ეს ტალღა მიცხრა და ხალხიც ახალ, 2 ფეხზე მდგარი ზებრის ფორმაში მოხაზულ J-ს მიეჩვია.
კომენტარები