Thumbnail
  • იუვენტუსი ემერსონ პალმიერის გადაბირებისთვის იბრძოლებს
  • ჩელსის მარცხენა მცველი პირადად მარიციო სარის ფავორიტია
  • ფრენკ ლამპარდი იტალიელს საკვანძო მოთამაშედ განიხილავს

Calcio Mercato-ს ინფორმაციით, მაურიციო სარის ჩელსიდან ემერსონ პალმიერის გადაბირება სურს. 25 წლის ფეხბურთელი მარცხენა განაპირა მცველია, იტალიელ სპეციალისტს კი იუვენტუსში ამ პოზიციაზე პრობლემები აქვს. სარის გუნდში მარცხენა მცველი მხოლოდ ალექს სანდროა. გასულ თვეში ბრაზილიელი დაშავდა და მის ნაცვლად, სპალ-თან დაცვაში თამაში ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის მოუწია. სარის იმედი აქვს, რომ ტურინში ემერსონის დამატების შემთხვევაში, ფეხბურთელი ძირითადში ადგილისთვის ბრძოლას შეძლებს.

ემერსონს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. 2018 წელს ინგლისურმა კლუბმა იტალიელი რომადან 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა. მარკო ალონსოს ცუდი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, იგი სარის ხელში ძირითადის ფეხბურთელად იქცა. 

ემერსონის დარჩენა სურს ჩელსის თავკაც ფრენკ ლამპარდს. იგი ფეხბურთელს ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილავს და ახალ, 5-წლიან კონტრაქტსაც უმზადებს, თუმცა სარის სჯერა, რომ ემერსონი ‘ბებერ ქალბატონს’ შეუერთდება, რადგან ტურინში მას გარანტირებული ტიტულები ელის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები