Thumbnail
  • ლუსია გინიასუამ ინდეპენდიენტეს საოცარი გოლი გაუტანა
  • ხიმნასიას კაცთა გუნდს სწორედ ლეგენდარული არგენტინელი ავარჯიშებს

ხიმნასია ლა პლატას ქალთა გუნდის წევრმა ლუსია გინიასუმ ულამაზესი გოლი გაიტანა ინდეპენდიენტესთან მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

📺 ლუსია გინიასუს გოლი-შედევრი

გინიასუს შედევრი მყის დიეგო მარადონას მიერ ინგლისის კარში გატანილ ბურთს (1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე) შეადარეს, საინტერესოა კი ისაა, რომ არგენტინელი ლეგენდა ამჟამად სწორედ ხიმნასიის კაცთა გუნდს წვრთნის.

აღნიშნულ შეხვედრაში ლუსიამ ბურთი ცენტრალურ ხაზთან ახლოს მიიღო, გზად ლამის მთელი გუნდი მოატყუა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მარადონამ ლა პლატას წარმომადგენელი კლუბი მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაიბარა, მანამდე კი, მექსიკის მე-2 დივიზიონის წარმომადგენელ დორადოსს წვრთნიდა, რომელიც ივნისის შუაგულში მხარზე და მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები