Thumbnail

შანხაის მასტერსი 2019 | მარცხი ორ სეტში - ბასილაშვილი ჩინეთს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 4:6 დომინიკ ტიმი
  • ავტრიელმა სოფიაში მარცხისთვის შური იძია

შანხაის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 332 885 დოლარი) 1/8 ფინალში მე-15 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) მე-4 ნომრად განთესილ ავსტრიელ დომინიკ ტიმს (5) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 4:6.

პირველ სეტში 1:2-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება წააგო, მაგრამ იქვე უკუბრეიკი განახორციელა. 3:4-ზე ქართველმა კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება, ამჯერად, ორმაგი შეცდომით მოწოდებაზე. ტიმმა სეტი 38 წუთში მოიგო. 

მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის ცუდად დაიწყო, პირველივე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო. იგივე 2:4-ზეც გამეორდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთი უკუბრეიკი ვიხილეთ ბასილაშვილის შესრულებით. ტიმმა 40 წუთში მოიგო გადამწყვეტი სეტი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ნიკას ერთხელ ჰყავდა ტიმი დამარცხებული, 2017 წელს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ტურნირის მერვედფინალში ნიკამ მეტოქეს 6:4, 6:4 სძლია.

მერვედფინალში გასვლისთვის ნიკამ $92 175 დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა მიიღო. დომინიკ ტიმი შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში მე-11 ნომრად განთესილ მატეო ბერეტინის (იტალია, 13) ხვდება. 

ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაიში მოლდოველ რადუ ალბოტს 4:6, 6:1, 6:3 სძლია, ფრანგი ბენუა პერი კი 6:4, 1:6, 6:1 დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები