Thumbnail
  • ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩისთვის ემზადებიან
  • ჟურნალისტთა კითხვებს ჰეიგმა, მათიაშვილმა და მალაღურაძემ უპასუხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მსოფლიო რაგბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფუკუროიში დაგეგმილ საქართველოს და ავსტრალიის მატჩს ქარიშხლის გამო ჩაშლა არ ემუქრება, ამდენად, ხვალ, შიზუოკას სტადიონზე ბორჯღალოსნებს აუცილებლად ვიხილავთ.

დღეს, საქართველოს ნაკრების ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჰქონდა, რომელსაც მერაბ შარიქაძე უძღვებოდა. ეს უკანასკნელი მიმდინარე ტურნირზე კაპიტნის სამკლაურით მეორედ გავა, სულ კი, ბორჯღალოსნებს მეთვრამეტედ უკაპიტნებს.

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

11 ოქტომბერს დაგეგმილი თამაშის წინ, ჟურნალისტთა კითხვებს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმაც უპასუხეს, მათ კომენტარებს კი საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

მილტონ ჰეიგი: “შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ. ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში იმის შემოტანას, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და მუდამ ყურადღების ქვეშ ექცევა, რამაც შესაძლოა სივრცეები გააჩინოს”.

სოსო მათიაშვილი: “მსოფლიო თასზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე და ალბათ, ყველაზე დიდი თამაში უელსის წინააღმდეგ პირველი მატჩი იყო. მნიშვნელობით, განსაკუთრებული იყო ფიჯისთან თამაში, რადგან მათთან მოგებას ვგეგმავდით. მეოთხე მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კარგი გუნდი ვართ, ბურთით თამაში შეგვიძლია და უკეთესი ნაკრები ვართ, ვიდრე წინა კვირას ვიყავით. ეს ჩვენი ბოლო მატჩია იაპონიაში და როგორც გულშემატკივრები, ასევე ჩვენც, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო თასი წარმატებით დავასრულოთ“.

ლაშა მალაღურაძე: “ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და მინდა, რომ ის კარგი შედეგით დავასრულო. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება იყო. დარჩენილი გვაქვს ერთი შეხვედრა ავსტრალიასთან, რომელიც დიდი გუნდია და ჩვენთვის სიამოვნებაა ასეთი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვეცდებით, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ რაგბის მაღალ დონეზე თამაში ჩვენც შეგვიძლია. ვნახოთ, რა გამოვა“.

კომენტარები

ბოლო ამბები