Thumbnail
  • გერმანიის ნაკრებმა არგენტინასთან 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
  • გნაბრისა და ჰავერტცის გოლებს ალარიომ და ოკამპოსმა უპასუხეს

გერმანიის ნაკრებმა არგენტინის ფეხბურთელთა ნაკრებს ამხანაგურ დაპირისპირებაში დორტმუნდის სტადიონზე უმასპინძლა. გერმანელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მასპინძლები გნაბრისა და ჰავერტცის მიერ გატანილი გოლებით იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ჯერ ლუკას ალარიომ შეამცირა ანგარიშში სხვაობა, ხოლო კიდევ ერთმა ლუკასმა საერთოდ წონასწორობა აღადგინა - მატჩის საბოლოო ანგარიში ოკამპოსმა დააფიქსირა - 2:2.

გერმანია 2:2 არგენტინა - ალბისელესტე მარცხს გადაურჩა

გერმანია 2:2 არგენტინა - ალბისელესტე მარცხს გადაურჩა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

ოკამპოსმა და ჰავერტცმა ნაკრებში სადებიუტო გოლები გაიტანეს. ალარიომ კი ''ალბისელესტეს'' მაისურით თავი 2-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა. არგენტინელთა მომდევნო მეტოქე ეკვადორი იქნება, გერმანია კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს შეხვდება.

გერმანულმა გამოცემებმა გნაბრის საუკეთესო შეფასებები დაუწერეს. 'ბილდი' წერს, რომ ბაიერნის შემტევი ბუნდესგუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად და იმედად ყალიბდება. გერმანელთა ორივე გოლი მისი დამსახურებაა - ერთი თვითონ გაიტანა, მეორე კი ჰავერტცს გაატანინა.

გერმანია 2:2 არგენტინა

გოლები: 1:0 გნაბრი (15), 2:0 ჰავერტცი (22), 2:1 ალარიო (66), 2:2 ოკამპოსი (85)

გერმანია (3-4-3): ტერ შტეგენი - ემრე ჯანი, კოხი, ზიულე - კლოსტერმანი, ჰავერტცი (83. რუდი), კიმიხი, ჰალსტენბერგი - ბრანდტი (66. ამირი), გნაბრი (72. სერდარი), ვალდშმიდტი.

არგენტინა (4-4-2): მარჩეზინი - ფოიტი, ოტამენდი, როხო (46. აკუნია), ტალიაფიკო - პერეირა (76. სარავია), დე პაული (92. როდრიგესი), პარედესი, კორეა (46. ოკამპოსი) - დიბალა (62. ალარიო), ლაუტარო მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები