- ტერასა 9:5 დინამო თბილისი
- 4-დან 3 მეოთხედი ქართულმა კლუბმა თანაბრად იბრძოლა
თბილისის დინამოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხიანი გამოდგა, ქართულმა კლუბმა პირველ ტურში ესპანეთში ტერასასთან 5:9 წააგო.
პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რომელიც 1:1 დასრულდა. სტუმრები ფაბიო ბარალდის გოლით დაწინაურდნენ. გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც ესპანელმა წყალბურთელებმა 6:2 მოიგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. მატჩის მეორე ნახევარი ფერდ 2:2 დასრულდა.
დინამო თბილისი B ჯგუფში თამაშობს, მეორე ტურში დინამო მლადოსტს ესტუმრება, ეს თამაში 19 ოქტომბერს გაიმართება.
ტერასა 9:5 დინამო თბილისი
1:1, 6:2, 0:1, 2:1
გოლები: 0:1 ბარალდი (06:33), 1:1 მორა (05:24), 2:1 კარნე (07:35), 2:2 ბარალდი (06:12), 3:2 გუტიერესი (05:49), 4:2 მორა (05:11), 5:2 მორა (03:44), 5:3 რურუა (03:12), 6:3 ბაროსო (01:14), 7:3 კარნე (00:24), 7:4 ვაპენსკი (02:13), 8:4 ბაროსო (07:14), 8:5 ცრეპულია (04:00), 9:5 კარნე (03:46)
კომენტარები