Thumbnail
  • U19. უნგრეთი 2:4 საქართველო  
  • რამაზ სვანიძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მოგებით დაიწყო
  • საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დაუშავდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. უნგრეთში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე რამაზ სვანიძის გუნდი მასპინძელთა თანატოლებს დაუპირისპირდა და მეტოქეს თამაში 1:2-იდან შემოუტრიალა. 

"დიორ არენაზე" გამართულ მატჩში ქართველმა 19-წლამდელებმა დაწინაურება ხვიჩა კვარაცხელიას მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით, უკვე მე-11 წუთზე შეძლეს, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდევე გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი ზუსტი 11-მეტრიანით წინაც გავიდნენ.

19-წლამდელებმა მასპინძლებს მოუგეს

უნგრეთის 19-წლამდელთა ნაკრები ჯერ კიდევ პირველ ტაიმში კაცნაკლული დარჩა, საქართველოს ნაკრებს კი დაშავებული ხვიჩა კვარაცხელიას სხვა მოთამაშით შეცვლა მოუხდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლულ უნგრელთა კარში კიდევ სამჯერ გაიტანა. 62-ეზე გიორგი გულიაშვილმა შეაგდო, 65-ეზე - შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, 82-ზე კი  - ანზორ მექვაბიშვილმა.

📺 უნგრეთი 2:4 საქართველო

უნგრეთი 2:4 საქართველო 🔥 კვარაცხელიასა და მექვაბიშვილის ფანტასტიკური გოლები ⚽️🔥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მე-13 ჯგუფს 9-15 ოქტომბერს უნგრეთი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს მეტოქედ უნგრეთის გარდა, ხორვატია და ყაზახეთიც ჰყავს, ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას კი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

პირველ ტურში ხორვატიამ ყაზახეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. რამაზ სვანიძის შეგირდები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ყაზახ თანატოლებთან გამართავენ.

U19. უნგრეთი 2:4 საქართველო

გოლები: 0:1 კვარაცხელია (11'), 1:1 ჰუსტი (27'), 2:1 სკრიბეკი (პენ. 49' ), 2:2 გულიაშვილი (62'), 2:3 მოისწრაფიშვილი (65'), 2:4 მექვაბიშვილი (82')

საქართველოს ნაკრები (4-4-2): კუტალაძე - კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე - დავითაშვილი (ჭავჭანიძე, 86'), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე, 60'), აზაროვი - გულიაშვილი, კვარაცხელია (32' მოისწრაფიშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები