Thumbnail
  • გიორგი მიქაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ბალტიისპირელებს 2-ჯერ ეთამაშება
  • მწვრთნელმა მომავალი მატჩებისთვის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 13 და 15 ოქტომბერს ესტონეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" არის დაგეგმილი და 15:00 საათზე დაიწყება. გუნდის მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ მომავალი თამაშებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლაშა ტიტვინიძე (დილა);

მცველები: გიორგი შალიკაშვილი (საბურთალო), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ნიკა ილურიძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი), დიმიტრი ფაჩულია (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), გაბრიელ ხუციშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ), მიხეილ ქოჩაკიძე (დინამო თბ).

კომენტარები

ბოლო ამბები