Thumbnail
  • ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა საკუთარი მაისურა გაყიდა
  • ეს ის ფორმაა, რომლითაც ‘იკემ’ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა თომას ჰესლერმა საკუთარი ისტორიული მაისურა გაყიდა. ეს გერმანიის ნაკრების ის ფორმაა, რომლითაც დღეს უკვე 53 წლის ჰესლერმა 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

თომას ჰესლერი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათიანია

სწორედ ეს მაისურა ეცვა ჰესლერს იტალიაში გამართული მუნდიალის ფინალში, რომელშიც ფრანც ბეკენბაუერის მიერ გაწვრთნილმა ბუნდესგუნდმა არგენტინის ნაკრები ანდრეას ბრემეს გოლით (პენალტი) 1:0 დაამარცხა.

ისტორიული მაისურის გაყიდვა ‘იკემ’ საქველმოქმედო მიზნით გადაწყვიტა - აღებულ თანხას ის ორგანიზაცია ‘ბავშვების ღიმილს’ გადაურიცხავს, რომელიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. 'იკეს' ფორმა კალიფორნიელმა გულშემატკივარმა იყიდა - მან ამ მაისურაში 13 000 ევრო გადაიხადა!

კომენტარები

ბოლო ამბები