Thumbnail

‘იმედია, ბოლო მატჩში მაინც დაგვეხმარება’ – ბითაძე ჩიკაგოსთანაც ვერ ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გოგა ბითაძეს კოჭი აქვს გასიებული და სირბილს ვერ ახერხებს
  • ინდიანას ქართველ ცენტრს ახალი გუნდის მაისურით ჯერაც არ უთამაშია

20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ისევ დაშავებულია და მონაწილეობას ვერ მიიღებს პეისერსის მორიგ მოსამზადებელ მატჩში, რომელსაც ინდიანელები 12 ოქტომბერს ჩიკაგო ბულსთან ჩაატარებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ბითაძის ამერიკული კარიერა დანავსულად დაიწყო, რადგანაც მას ახალი გუნდის მაისურით ჯერ 1 მატჩიც არ გაუმართავს.

გოგამ საზაფხულო ლიგის თამაშები სავიზო პრობლემების გამო გამოტოვა, ინდოეთში საგამოფენო მატჩების გასამართად ჩასულმა კი ტრავმა მიიღო და საკრამენტო კინგსთან ორივე შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

“ბითაძე უბრალოდ სირბილსაც ვერ ახერხებს და ეს, რამდენიმე დღეა გრძელდება”, - აღნიშნა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა. “ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგაც მისი კოჭი მცირედით შესიებულია და მოვლენათა დაჩქარება საჭირო არ არის”.

აღნიშნულის გამო, გოგამ ინდიანელთა გუშინდელი წვრთნაც გამოტოვა. ვარჯიშის დასრულების ჟამს უბრალოდ პარკეტზე გავიდა და ბურთი რამდენჯერმა ფარში ესროლა.

“ჯერჯერობით, მისი ამაზე მეტად დატვირთვა შეუძლებელია. იმედი გვაქვს, რომ ბითაძე ბოლო საკონტროლო მატჩში მაინც დაგვეხმარება”- დასძინა მაკმილანმა, თავად ქართველ ლეგიონერს კი კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ინდიანა უკანასკნელ მოსამზადებელ შეხვედრას 16 ოქტომბერს მინესოტა ტიმბერვულვზთან ჩაატარებს, NBA-ს რეგულარულ სეზონს კი, 23 ოქტომბერს, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდ დეტროიტ პისტონსთან მატჩით გახსნის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები