Thumbnail
  • ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ბოლო მატჩს ავსტრალიასთან გამართავენ
  • ეს თამაში ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ბოლო იქნება 
  • ახალზელანდიელმა 11 ოქტომბერის მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. მილტონ ჰეიგმა ბოლოჯერ დაასახელა ''ბორჯღალოსნების'' შემადგენლობა. ჰეიგი ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცის თანამდებობას დატოვებს და იაპონური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

წინა მატჩის შემდეგ, უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

ხაზი | ბექები: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები