Thumbnail
  • ‘ნარშავებმა’ მეტოქეს 9 უპასუხო ლელო გაუტანეს
  • მეოთხედფინალის 2 საგზურისთვის იაპონია, ირლანდია და შოტლანდია იბრძოლებენ

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მინდორზე რუსების წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ მატჩში მეტოქეს 61:0 სძლია.

📺 შოტლანდია - რუსეთი 61:0

იაპონიის ქალაქ ფუკუროიში გამართულ შეხვედრაში თავიდანვე ყველაფერი გარკვეული იყო. “დათვებმა” პირველივე ტაიმში 19 ბოჭვა გააფუჭეს, მეორეში კი მათი დაცვა საერთოდ მოიშალა. შედეგად, სქოთებმა ბურთთან ერთად 850 (!) მეტრი იარეს და საბოლოო ჯამში, 9 ლელო მიითვალეს.

“ნარშავების” რიგებში ჰეთ-თრიკი ჯორჯ ჰორნმა შეასრულა, ადამ ჰეისთინგსმა კი დუბლი მიითვალა და 9-დან 8 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, რისი წყალობითაც აქტივში 26 ქულა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. 

ამგვარად, მსოფლიო თასის A ჯგუფში დასკვნითი მატჩების წინ უაღრესად საინტერესო ვითარება შეიქმნა. 14 ქულით პირველ ადგილზე მასპინძელი იაპონია იმყოფება, ირლანდიას 11 ქულა აქვს, შოტლანდიას კი – 10.

მეოთხედფინალში გამსვლელი 2 ნაკრების ვინაობას სწორედ აღნიშნული სამეული გაარკვევს. 12 ოქტომბერს ირლანდია სამოას ეთამაშება, 13-ში კი – იაპონიის და შოტლანდიის შერკინება გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები