Thumbnail
  • ლევან ბაჯელიძის გუნდს შესარჩევ ციკლში ჯერ ქულა არ აუღია
  • ქართველ ფეხბურთელებს მომდევნო მატჩი იტალიასთან ელით

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა, გოლები კი იენსენ გეილმა და ნიკოლინ ჰაუგარდმა გაიტანეს.

დანიელმა ფეხბურთელებმა ქართველთა კარი 2-ჯერ დალაშქრეს
📺 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველო 0:2 დანია

გოლები: 0:1 გეილი (14), 0:2 ჰაუგარდი (58)

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალანდაძე, მატვეევა (72. მ. დანელია), ჭიჭინაძე (61. ჩემინავა), ჭყონია (80. ნ. დანელია), ტატუაშვილი, სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი.

საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად იტალიის წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც თბილისში 0:1 დამარცხდა.

ამ დროისთვის, ქართველ ფეხბურთელებს სამივე შესარჩევი თამაში წაგებული აქვთ და ექვსგუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ლევან ბაჯელიძის მიერ გაწვრთნილი ნაკრები მალტელებს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები