Thumbnail

Sony-მ PlayStation 5-ის გამოშვების თარიღი და სხვა დეტალები გაამჟღავნა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • PS5 2020 წლის საშობაო სეზონზე გამოვა!
  • კონსოლს 8k Ultra HD-ს მხარდაჭერა და ray tracing-ის სისტემა ექნება!

Sony PlayStation-ის CEO-მ, ჯიმ რაიანმა დაადასტურა, რომ კომპანიის მომდევნო სათამაშო კონსოლს, მართლაც PlayStation 5 (PS5) ჰქვია და რომ ის, 2020 წლის საშობაო სეზონზე (ნომებრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე) გამოვა გაყიდვაში. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 

''Wired''-თან ინტერვიუში, ჯიმ რაიანმა და სონის სისტემის უფროსი არქიტექტორმა მარკ ქერნიმ განაცხადეს, რომ PS5-ს ray tracing-ის სისტემა ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშებში ბევრად უფრო რეალისტური განათება და ჩრდილები იქნება.

ამ ყველაფრის გარდა, დეველოპერებმა ისიც გაგვიმხილეს, რომ PS5-ისთვის 100 GB-იანი მეხსიერების ოპტიკური დისკები გამოვა, რომელიც კონსოლში ჩასმისას, მას 4K Blu-ray ვიდეო ფლეიერეად აქცევს. ასევე, თამაშების ''დაყენება'' ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე PS4-ზე.

''იმის ნაცვლად, რომ კონსოლმა თამაშები ერთ დიდ ინფორმაციის ბლოკად აღიქვამ, ახლა უკვე ინფორმაციის გადამუშავების დახვეწილი სისტემა გვაქვს. ეს მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, ინსტალაციის სპეციფიკაციები განსაზღვრონ.''  მარკ ქერნი, სონის სისტემის უფროსი არქიტექტორი. 

თუმცა, რა თქმა უნდა, სპეციფიკაციების ხელით შეყვანა აუცილებელი არ არის და თამაშის ''დაყენება'' უბრალოდ დისკის კონსოლში ჩადებითაც შესაძლებელია. 

როგორც ჩანს, PS5-ის იდეალურ კონსოლად ქცევაზე Sony-ში ბევრს მუშაობენ: კონსოლს სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმენილი  AMD Navi პროცესორი ექნება, 8K ultra HD გრაფიკის მხარდაჭერით. ახალი ენერგიის დამზოგავი ფუნქცია კი, საშუალებას მოგცემთ, კონსოლი standby-ზე დატოვოთ და არ იდარდოთ, რომ ბევრ ელ. ენერგიას მოიხმარს. 

სამწუხაროდ, PS5-ის  ფასზე, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა გეიმერები იმედოვნებენ, რომ ის დაახლოებით 400 $-მდე ეღირება. 

კომენტარები

ბოლო ამბები