Thumbnail
  • ბრაზილიის გრანდ სლემზე სამმა ქართველმა შეძლო მედლის მოპოვება
  • სამწუხაროდ, სამივე ძიუდოისტი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს

ბრაზილიის გრანდ სლემზე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო მედლის მოგება - ოღონდ, სამივე სხვა ქვეყნის ღირსებას იცავს.

ანრი ეგუტიძემ (81კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ოლიმპიადის მოქმედი გამარჯვებული, რუსი ხასან ხალმურზაევი ეფექტური იპონით დაამარცხა და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველმა გრანდ სლემზე პირველი მედალი მოიგო.

ამავე წონით კატეგორიაში ფინალი დათმო ვედატ ალბაირაქმა (ვანო რევაზიშვილი), რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა, რის გამოც თურქეთს მხოლოდ ვერცხლის მედალი დარჩა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ბრაზილიაში ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში მისი მეტოქე კუბელი სილვა მორალესი იყო, რომელიც ნიკოლოზმა 2018 წელს ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც დაამარცხა.

შერაზადიშვილმა კუბელს ამჯერად ვაზარით სძლია და კარიერაში კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიგო, რითიც რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

კომენტარები

ბოლო ამბები